“საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ გამოწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში” – მაჭარაშვილი

“უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება ჩვენ მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ მშვიდობას ვინარჩუნებთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონსა და მსოფლიოში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ამ მშვიდობის და უსაფრთხოების ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს და ეკონომიკურ აღმავლობას.

ეს არჩევნები იქნება 26 ოქტომბერს. ხალხისთვის მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება – ომსა და მშვიდობას შორის, ლგბტ პროპაგანდასა და ტრადიციულ ცხოვრებას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები