“ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს” – იონათამიშვილი “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებულ სარჩელზე

“ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავენ და ცდილობენ, რაღაც საკითხებზე ხელოვნურად კეთდებოდეს აქცენტები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოში “გამჭვირვალობის კანონზე” შეტანილ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

“ისინი აპიარებენ იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თურმე არამხოლოდ ზურაბიშვილის საქმეზე ყოფილა სწორი. ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია. მეორე მხრივ, მათი მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რაც არ გვიკვირს. ერთ-ერთი დიდი უზნეობა, რაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში იკადრონ, არის ორმაგი სტანდარტი, რაც ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები