“წარმატებებს ვუსურვებთ გახარიას გუნდს და იმედი გვაქვს, რომ ისინი გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს” – ირაკლი კუპრაძე
“პროვოკაციის ფორმებზე არ ვდარდობთ და არ ვფიქრობთ. წარმატებებს ვუსურვებთ გახარიას გუნდს და იმედი გვაქვს, რომ ისინი გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს”, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა.
“დაიწყო გიორგი გახარიამ პასუხების გაცემა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო ხაზი, რომლის მიხედვითაც ვაწარმოებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ვერთიანდებით საერთო პლატფორმაზე იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთანაც მეტი შინაარსობრივი, საერთო წერტილები გაგვაჩნია”, – აღნიშნა კუპრაძემ.