ჯოზეფ ბორელი: ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში – არ ვფიქრობ, რომ ჩვენი როლია, ვუთხრათ ამერიკელებს, რა გააკეთონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ამერიკელების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი მომდევნო პრეზიდენტი, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-სა და ევროპას. აღნიშნული განცხადებით ბორელი ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა.

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავების მომცემი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის“,- განაცხადა ბორელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის შიდა საქმეა.

„არ მინდა ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი როლია, ვუთხრათ ამერიკელებს, რა გააკეთონ ან უპირატესობები მივანიჭოთ ერთ ან მეორე კანდიდატს.ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ არის“, – ამბობს ბორელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები