“მინდა, შევაქო პრეზიდენტი ბაიდენი მისი კარიერისა და სახელმწიფოს სამსახურისთვის” – რობერტ კენედი უმცროსი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას რობერტ კენედი უმცროსი ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენი ბევრ სირთულეს გაუმკლავდა.

“მინდა, შევაქო პრეზიდენტი ბაიდენი მისი კარიერისა და სახელმწიფოს სამსახურისთვის. ის ბევრ სირთულესა და გამოწვევას გაუმკლავდა.

როდესაც საარჩევნო მარათონში ჩავერთე, ვიწინასწარმეტყველე, რომ პრეზიდენტ ბაიდენს დეგენერაციული დაავადება აქვს, რის გამოც მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება”, – აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.

რობერტ კენედი უმცროსი პრეზიდენტობაზე კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები