“ჩვენ, როგორმე, მოწოდებების გარეშე შევძლებთ ჩვენი თანმიმდევრული გეგმების განხორციელებას” – ლილუაშვილი ვაშაძეზე
“ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ორი წლის წინ დავაფიქსირეთ პოზიცია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლასთან დაკავშირებით და თუ რამ შეიცვლება, ამას მოსახლეობა პირველი ჩვენგან გაიგებს. ამ ეტაპზე არაფერი შეგვიცვლია!
ჩვენ, როგორმე, მოწოდებების გარეშე შევძლებთ ჩვენი თანმიმდევრული გეგმების განხორციელებას”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.