“ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი” – ვაშაძე
“ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი”, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
“ჩვენ გავერთიანდით, ამიტომ ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ და ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს. მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა და რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ და ჩვენ, ერთიანობის ბლოკი, რომლის სიმბოლო არის ხელის ჩამორთმევა, გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი”, – აღნიშნა ვაშაძემ.