ბერლინის პოლიციამ ევრო 2024-ის ფინალის წინ ტერაქტი აღკვეთა
გერმანელმა სამართალდამცავებმა ევრო 2024-ის ფინალის წინ ტერაქტი აღკვეთეს.
როგორც გამოცემა The Sun-ი იუწყება, ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-თან დაკავშირებული ეჭვმიტანილები გეგმავდნენ ბერლინის ბრაინშაიდპლაცზე, ინგლისის ნაკრების ფანზონაზე შეტევას.
ადგილზე ათასობით ინგლისელი იყო შეკრებილი.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეციალური დანიშნულების ძალები – მათ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.