ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ „ენჯეოები“ და პარტიები ერთმანეთთანაა შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელი იყო; პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე
პარტიებსა და „ენჯეოებს“ შორის ასეთი აღრევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც ქართული საზოგადოებისთვის უნდა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი აღნიშნულით „ლელოსა“ და ენჯეო სექტორის ბათუმში ჩატარებულ ერთობლივ გასვლით შეხვედრას გამოეხმაურა.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელი იყო. პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე. მით უმეტეს, როდესაც „ენჯეოების“ გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება. ესეც უნდა იყოს გამჭვირვალე. პარტიებსა და „ენჯეოებს“ შორის ასეთი აღრევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც ქართული საზოგადოებისთვის უნდა გასაჯაროვდეს“, – განაცხადა კობახიძემ.