“ისრაელი აშშ-ის უმტკიცესი მოკავშირე იქნება, მიუხედავად იმისა, ვის აირჩევენ პრეზიდენტად” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი იქნება შეერთებული შტატების უმტკიცესი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აირჩევა პრეზიდენტად ნოემბერში.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯო ბაიდენთან შეხვედრა და კონგრესში სიტყვით გამოსვლა აქვს დაგეგმილი.

“როიტერსი” წერს, რომ ისრაელის პრემიერმა ვაშინგტონში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები