„ლელო“ და გახარია ერთმანეთს აშკარად და საჯაროდ აღარ მტრობენ – მაჭარაშვილი
„ლელო“ და გახარია ერთმანეთს აშკარად და საჯაროდ აღარ მტრობენ, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
“სამწუხაროდ, მათი გაერთიანებაც არავის გაუკვირდება იქიდან გამომდინარე, რომ გამოკითხვებით, 5 ნომრის გარდა, ვერცერთი ვერ ლახავს ბარიერს. ამიტომ, ვაშაძის ნარატივი, როგორმე „ლელო“ და გახარია გაერთიანდნენ, ნიშნავს, რომ განწირული არიან, 26 ოქტომბერს მარცხი დე იურედ გაფორმდეს. უცხოურმა ძალამ ოპოზიციაში როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს, 30 მანდატს მაინც ვერ გასცდებიან, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ამ მანდატებს „ნაცმოძრაობა“ აიღებს თუ გადაანაწილებენ. ოპოზიციის გადანაწილება ერთი სცენარია, ერთი პატრონი ჰყავთ. მათი სურვილია, ბარიერი 5 ნომრის გარდა, სხვასაც გადაალახინონ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.