CNN-ის ცნობით, კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი

შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას. ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.
„ეს შტატების პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან და იციან, რომ ამ არჩევნების ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები