“ბაიდენი მორჩა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიიღწევა” – მედვედევი
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას “ტელეგრამზე” ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.
„ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიიღწევა“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.