“უკრაინა მადლიერია თავისუფლებისთვის ბრძოლაში პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ პატივს ვცემთ მკაცრ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. უკრაინა მადლიერია თავისუფლებისთვის ბრძოლაში პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის”, – წერს ზელენსკი X-ზე.