“ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად” – კამალა ჰარისი

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

მან მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

ფაქტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა მოიპოვოს.

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. არჩევნებამდე 107 დღე დაგვრჩა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები