Financial Times: დასავლეთმა რუსებისთვის ჩამორთმეული იახტების დიდი ნაწილი ვერ გაყიდა და მათ შენახვაზე მილიონებს ხარჯავს

დასავლეთმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული იახტების დიდი ნაწილი ვერ გაყიდა და ახლა მათ შესანახად და დასაცავად მილიონობით დოლარს ხარჯავს, – წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times.

„დასავლეთში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დააკავეს რუსი ბიზნესმენების ათობით იახტა, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებოდნენ ან დაკავშირებული იყვნენ რუსეთის ხელისუფლებასთან. იახტების აუქციონზე გაყიდვას აპირებდნენ, მაგრამ მათი უმეტესობა აგრძელებს პორტებში დგომას, მათი მომავალი კი გაურკვეველია“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები