ექსპერტი: ეროსი კიწმარიშვილის მანქანის სამზეურები ჩამოწეული იყო, როდესაც მანქანა ავტოფარეხში იდგა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზის მიმდინარეობას დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი აკვირდებოდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები არსებობს. ექსპერტი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მანქანაში სამზეურები ჩამოწეული იყო, მაშინ როდესაც ავტომობილი ავტოფარეხში იდგა.
„კითხვები დაისვა და ამ კითხვებს შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს. აღდგა ის სურათი, ვიდრე მოხდებოდა დაზიანება. ექსპერტიზის ჩატარება ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ გაგვერკვია, აღნიშნული დაზიანება შეიძლებოდა თუ არა განვითრებულიყო მოცემულ პირობებში. არსებობს რაღაც ვერსია და მის დადასტურებას, ან უარყოფას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
კიწმარიშვილის საქმის გამოძიებაში კიდევ ერთი ე.წ. უხილავი კვალის ექსპერტიზა დარჩა, რომელიც ღამით უნდა ჩატარდეს. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ უახლოეს მომავალში კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიებას შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები