ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა – დაღუპულია 11 ადამიანი
ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, შენსის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით,ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე ხუთი ავტომობილი წყალში ჩავარდა.
30 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამაშველო სამსახურს დაავალა, გააკეთონ ყველაფერი, რათა ადამიანები გადაარჩინონ.
ჩინეთის ეროვნულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილას 859 მეხანძრე-მაშველი, 90 სატრანსპორტო საშუალება, 20 ნავი და 41 დრონი გააგზავნა.