The Guardian: ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერს მიმართა და ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებართვა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს სთხოვა ნება მისცეს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ზელენსკიმ ბრიტანეთის მთავრობის წევრებს მიმართა და თქვა, რომ „თუ შეზღუდვა დასავლურ იარაღზე მოიხსნება“, ეს უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს და მის ფრონტისპირა პოზიციებს უსაფრთხოს გახდის.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთში შესაძლებელი იქნება იარაღის კონცენტრაციის ადგილების განადგურება.

სააგენტოს ინფორმაციით, ზელენსკიმ ასევე სტარმერს სთხოვა, მან ამ საკითხში ლიდერობა გამოავლინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები