ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია

ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა.

დარჩიაშვილმა დასძინა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.

„ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება, და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში და განაგრძობს პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები