ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ქართული მხარის ინიციატივები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როლს – მაკა ბოჭორიშვილი
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია,- ამაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ ქართული მხარის ინიციატივები აისახა სამიტის დასკვნით დოკუმენტში.
„ეს მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
საყურადღებოა ის, რომ ქართული მხარის ინიციატივები, საბოლოო ჯამში, დასკვნით დოკუმენტში აისახა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როლს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ევროპაში.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ინტერესების შესაბამისად მოხდა დეკლარაციის ტექსტის კორექტირება“, – განაცახადა მაკა ბოჭორიშვილმა.