ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება.

“მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. შესაძლოა, მას მართლა არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს იგი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება განიხილოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება მოხდება. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარების გაწევა.

ვფიქრობ, რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია დიპლომატიურ მოგვარებაზე შეთანხმება“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები