ზურაბიშვილი სააკაშვილის გზას ადგას მთელი რიგი მიმართულებებით, მის ვეტოს არავითარი ფასი არ აქვს – ანრი ოხანაშვილი

არავითარი ფასი და არავითარი ძალა ამას არ ექნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს უკავშირდებოდა.

“თქვენ შეიძლება არ გახსოვდეთ, სააკაშვილს აქვს გამოყენებული ვეტო ამნისტიის კანონზე, შესაბამისად, ზურაბიშვილი სააკაშვილის გზას ადგას მთელი რიგი მიმართულებებით და გამორიცხული არაფერია, თუმცა არავითარი ფასი არც ვეტოს არ აქვს და შესაბამისად, არც მოლოდინები შევქმნათ, რომ შემდგომ ვიღაცამ იმით მოიწონოს თავი, რომ რაღაცას ვეტო დაადო. არავითარი ფასი და არავითარი ძალა ამას არ ექნება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები