გურამ მაჭარაშვილი – სახელმწიფო პასუხისმგებელია, მასობრივი ამნისტიის შედეგად კრიმინალმა არ მოიმატოს
ბალანსი უნდა იყოს დაცული. ის რომ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი იყოს, ეს ასე არის”, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო იმაზეცაა პასუხისმგებელი, რომ ამნისტიის შედეგად კრიმინალმა არ მოიმატოს.
“სისხლის სამართლის პოლიტიკა ჩვენს შემთხვევაში არის ჰუმანური, მაგრამ ამავდროულად ბალანსი უნდა იყოს დაცული. სახელმწიფო იმაზეც არის პასუხისმგებელი, პატიმრების უფლებების დაცვასთან ერთად, რომ ძალიან მასობრივი ამნისტიის შედეგად შემდგომ კრიმინალმა არ მოიმატოს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა