არჩილ გორდულაძე: ამნისტიის პროექტი მიზნად ისახავს, მსჯავრდებულთა რაოდენობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ
ამნისტიის პროექტი დაბალანსებულია და მიზნად ისახავს, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს მსჯავრდებულთა რაოდენობა.
„ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება სხვა ნაბიჯები, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტი უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ინფორმაციისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.