ლევან მაჭავარიანი: ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაზე ბევრი უწყება იყო ჩართული კონსულტაციისთვის
ძალიან ფრთხილად მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება და ბევრი უწყება იყო ჩართული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამით, საქართველო კიდევ ერთი კომპონენტით დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
„ეს ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რესოციალიზაციაც გაცილებით უფრო მარტივად მოხდება საზოგადოებაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.