The Washington Post: ობამა და პელოსი მიიჩნევენ, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა

ბარაკ ობამა მოკავშირეებთან საუბრებში აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მან არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ობამასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, ობამა შეშფოთებულია იმით, რომ ბაიდენის რეიტინგი ეცემა, დონალდ ტრამპის საარჩევნო გზა ფართოვდება, ხოლო დონორები ტოვებენ პრეზიდენტს.

გამოცემის ცნობით, ობამა კულისებს მიღმა ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის მომავალზე საუბრობს და ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსსაც ესაუბრა.

პელოსიმ პირადად გააფრთხილა ბაიდენი, რომ დემოკრატებმა, შესაძლოა, დაკარგონ შანსი, გააკონტროლონ პალატა, თუ ის არ გამოეთიშება რბოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები