პარიზის ცენტრში ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს

პარიზის ცენტრში ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა შანზ-ელისეის სავაჭრო უბანში მოხდა.

როგორც პარიზის პოლიციის უფროსი აცხადებს, მაღაზიის თანამშრომლებმა დანით შეიარაღებული პირი შენიშნეს, რა დროსაც პოლიცია გამოიძახეს, ხოლო სამართალდამცველების მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა.

ამასთან, მისი თქმით, თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა მაშინვე გაანეიტრალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები