“ირაკლი კობახიძეს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით” – მდინარაძე
“ირაკლი კობახიძეს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
“ირაკლი კობახიძე რომ ყოფილიყო ამ შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელი ან ნებისმიერი პოზიცია, რაც არ უნდა ჰქონოდა, მაინც ირაკლი კობახიძე იქნებოდა იმიტომ, რომ ყველაზე გამოცდილი მენეჯერი, საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან არის ირაკლი კობახიძე. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში სტატუსს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ რა კონფიგურაციის ვმართავდით შტაბს, ირაკლის ხელმძღვანელობით, იმ კონფიგურაციით დავლაგდით ახლაც”, – განმარტა მდინარაძემ.