“სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს, რადგან ამ კონფიგურაციით ხუთპროცენტიან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება” – მდინარაძე
„რამდენიმე დღის წინ გატესტა გიორგი გახარიამ მესიჯი, რომ „ლელო“ განაცებას უნდა გადავარჩინოო, რა რეაქციაც მიიღეს, ამის გამო თავი შეიკავეს გაერთიანებაზე. ამის შემდეგ, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გახარიასთვის გადანახული, ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს, ახლა რეიტინგებს გატესტავენ და მერე ახალ დავალებებს მისცემენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს, რადგან ამ კონფიგურაციით ხუთპროცენტიან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ისინი რომ თავისით არ მოქმედებენ, ეს მოცემულობაა, მათ საერთო პატრონი ჰყავთ და ყველა ერთად საქართველოს საწინააღმდეგო ომის მიზნებით მოქმედებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.