საფრანგეთში, კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.
მისი ცნობით, ხანძარი მულინსის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.
ინფორმაციისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 25 სახანძრო მანქანა და 72 მეხანძრე იყო ჩართული.
ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.