“მანახეთ ძველ ან ახალ თბილისში ადგილები, სადაც შეიძლება, პარკინგები გააკეთო; არ არის ასე მარტივად” – ზარქუა

“გამომდინარე იქიდან, რომ ვიწრო ქუჩები გვაქვს და მანქანების რაოდენობა უკვე მილიონს ასცდა, პრიორიტეტია ფეხით მოსიარულეები. ამიტომ, სადაც იწყება ქუჩებისა და პროსპექტების რეაბილიტაცია, ახლის დაგება, პრიორიტეტია ფართო ტროტუარები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.

“რომ საუბრობთ პარკინგები გავაკეთოთო მიუთითეთ, მანახეთ ძველ ან ახალ თბილისში ადგილები, სადაც შეიძლება პარკინგები გააკეთო. არ არის ასე მარტივად. სადაც შესაძლებელი იყო მაქსიმალურად გავაკეთეთ, სადაც შესაძლებელია გამოვაცხადეთ, რომ კერძო სექტორს გაეკეთებინა პარკინგები, მაგრამ არ შემოდიან, დაინტერესება არ არის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კერძო მანქანები და წავახალისოთ საზტრანსპორტი. გამოწვევა ასეთია და თუ რამე უკეთესს მოძებნი, აგერაა არჩევნები, დადე და შეიძლება მეც დაგიჭირო მხარი. ჯერჯერობით რომელიმე პარტიას ლაპარაკის ნაცვლად რამე გეგმა წარმოედგინა, არ მინახავს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და შედეგიც არის”, – განმარტა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები