შემთხვევითი არ არის, რომ სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვში მოხვდა – გიორგი კახიანი

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ადამიანის უფლებების ნაწილში რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა აშშ-ს 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშს, სადაც ნახსენებია წინა ხელისუფლების დროს იძულებით ქონების ჩამორთმევის შემთხვევები და ვითარება ახლანდელი ხელისუფლების დროს. კახიანის თქმით, ეს დასკვნა არის იმის მაგალითია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ნაწილში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

“დასკვნა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომ მართლა ასეა. დასკვნა ეხება საკუთრების უფლებას. ჩვენ გვახსოვს, რა ვითარება იყო საკუთრების მიმართულებაში 2012 წლამდე. როდესაც ეს უფლება არ იყო რეალიზებული, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო იმ ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი ადამიანისთვის, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უბრალოდ წაერთმიათ საკუთრება.

ეს რადიკალურად შეიცვალა და ბუნებრივია, ამას ხედავენ მსოფლიოში და სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ეს აისახა. ვითარება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დღეს არის ძალიან კარგი და შემთხვევითი არ არის, რომ სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვში მოხვდა”,- განაცხადა კახიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები