თამთა მეგრელიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში არის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას “ნაცმოძრაობა” თავად იყო კანონი, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმართა გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი ხელისუფლებაში მყოფი ჯალათების მთავარი ხელწერა იყო, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.