“სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ” – გურამ მაჭარაშვილი
„სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებიც გაკეთდება დემოკრატიის უკუსვლაზე და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ სამწუხარო სავაჭრო საგანი საქართველოსთვის”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
“სხვა ნებისმიერი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ყველა მაჩვენებელში დაწინაურებულია და ეს არის მსოფლიო ინსტიტუტების შეფასებები, არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან პოზიტიური მიმართულებით გადატვირთავენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.