ჩინეთში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, 14-სართულიან შენობას ცეცხლი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში გაუჩნდა, რაც სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების 300-მდე თანამშრომელი და ათობით სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და მათ 30-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.