ოხანაშვილი – გაბიტაშვილზე: აქვს კვალიფიკაცია, რომ შეძლოს გენერალური პროკურორის მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება

“გიორგი გაბიტაშვილს აქვს ხანგრძლივი საპროკურორო გამოცდილება, ის არის გამოცდილი იურისტი და აქვს შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ შეძლოს გენერალური პროკურორის მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საბჭოთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“თუკი რაიმე არგუმენტი აქვთ, თუკი რაიმე პოზიცია აქვთ, თუ რამეს უწუნებენ კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობაში, მობრძანდნენ, დასვან შეკითხვები და ჩვენმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილოს როგორც ოპოზიციის შეკითხვები, ასევე,  კანდიდატის მიერ პასუხების გაცემა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები