ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია – ის მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული.