მამუკა მდინარაძე: პარტიის სათაურშივე ტყუილია – ასეთი ძველი და ბნელი „ახალს“ რომ დაირქმევ, პოლიტიკური თაღლითი ხარ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი გუნდის მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, ვერცერთი სხვა პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.

„გვარამია-მელიას გაერთიანება რაის „ახალია“? პარტიის სათაურშივე ტყუილია – .„ახალს“ რომ დაირქმევ ასეთი ძველი და ბნელი, ხარ პოლიტიკური თაღლითი. ერთადერთი, ვინც ბარიერს უახლოვდება ესენი არიან და „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერს გარანტირებულად ლახავს. გახარია ბარიერს ვერ უახლოვდება და ამიტომ ერთიანდებიან ახლა „ლელოს“ საფარქვეშ, რომ ეს თითო პროცენტიანები დაემატონ და იქნებ გადალახონ, მაგრამ ვერ ისწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით იქ ჯამი იცვლება. პოლიტიკური ანგარიში ეს არის – 2 სამპროცენტიანი პარტია რომ არის, მათი ერთობა ავტომატურად 6%-ს არ ნიშნავს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები