AP-NORC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „დემოკრატიული“ პარტიის მხარდამჭერთა თითქმის ორი მესამედი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას უნდა გამოეთიშოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „დემოკრატების“ თითქმის ორი მესამედი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დატოვოს და მის პარტიას სხვა კანდიდატის წარდგენის საშუალება მისცეს.
აღნიშნულმა გამოკითხვამ, რომელიც იმ დროს ჩატარდა, როდესაც ბაიდენი ცდილობდა დებატებიდან ორი კვირის შემდეგ თავისი კანდიდატურა გადაერჩინა, ასევე აჩვენა, რომ 10 „დემოკრატიდან“ მხოლოდ 3 არის უკიდურესად ან ძალიან დარწმუნებული, რომ ბაიდენს აქვს ქვეყნის მართვისთვის საჭირო გონებრივი შესაძლებლობები.
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ფერადკანიანი „დემოკრატები“ ბაიდენის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან.