გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ ოქროპირიძე ისრაელის მმართველი პარტია „ლიკუდის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, ისრაელის მმართველი პარტიის „ლიკუდის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.