ევროკავშირი სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს.
ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი სოციალურ ქსელში წერს.
გარდა ამისა, როგორც იეგოიანი აღნიშნავს, ევროკავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ამ ორ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, იმავე დღეს მიიღება“, – წერს ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Facebook-ზე.