ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს
ბელარუსი ევროპის 35 ქვეყანას 90-დღიან უვიზო რეჟიმს უწესებს იმის ნიშნად, რომ მინსკს დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის ახალი პოლიტიკის თანახმად, 35 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები ბელარუსში შესვლას და უვიზოდ დარჩენას წელიწადში 90 დღემდე შეძლებენ.
ამჟამად ამ ქვეყნებიდან მოგზაურებს რესპუბლიკაში მხოლოდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
როგორც ქვეყნის ეროვნული სასაზღვრო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ინიციატივა ძალაში 19 ივლისიდან შევა.