დიმიტრი პესკოვი: სანქციებს ორმხრივი ხასიათი აქვს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ, ვისთვისაც დაწესებულია, არამედ მათაც, ვინც მათ აწესებს
სანქციებს ორმხრივი ხასიათი აქვს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ, ვისთვისაც დაწესებულია, არამედ მათაც, ვინც მათ აწესებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვმა განაცხადა, დონალდ ტრამპის კომენტარი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების, როგორც უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის შესახებ უფიქრია, მას არ უნახავს.
„არა, სიმართლე გითხრათ, ეს ნაწილი გამომრჩა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არალეგიტიმურია და საერთაშორისო სავაჭრო და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის.