ბანგლადეში სკოლებსა და უნივერსიტეტებს განუსაზღვრელი დროით დახურავს

ბანგლადეშმა ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები განუსაზღვრელი ვადით დახურვის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლებში ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საპროტესტო აქციები სახელმწიფო თანამდებობების კვოტირების საკითხმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტები და პრო-სამთავრობო სტუდენტური ჯგუფები თავს დაესხნენ ერთმანეთს აგურითა და ბამბუკის ჯოხებით, პოლიციამ კი აქციები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.

როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, ქვეყანაში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება სტუდენტების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები