ნატომ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.
“ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და ისე იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატოს ურთიერთობის კოორდინატორი.
ამასთან, კოორდინაციას გაუწევს ნატოს ძალისხმევას და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება.