რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს

რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეების ჯარისკაცები“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს და შუამავლობისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იყოს ტყვეობაში. ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები