ბელგიამ და უკრაინამ აღდგენის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ბელგიამ და უკრაინამ აღდგენის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეთანხმებას ხელი ბელგიისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ალექსანდრე დე კროომ და დენის შმიგალმა მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 4 წლის განმავლობაში 150 მილიონი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სკოლებში კომფორტული თავშესაფრების მოწყობას მოიცავს.