დონალდ ტრამპი – პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში
პუტინს ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე და პუტინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ომის საფრთხე არ გვემუქრებოდა. ის უკრაინის შიდა საქმეებში არასდროს ჩაერეოდა. მე ვეტყოდი: არასდროს, არასდროს შეხვიდე უკრაინაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ტრამპი შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.
„მე ომი არ მქონია, მე პრობლემა არ მქონია. არავითარი ომი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გარდა. მე ისინი ძალიან მოკლე დროში დავამარცხე. მეუბნებოდნენ, რომ ამას ხუთი წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ცოტა დრო დამჭირდა, ჩვენ ისინი დავამარცხეთ… რუსეთს არცერთი მიწა არ წაუღია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, დღევანდელ ფონზე, მსოფლიო „შეიძლება მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს“.