ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა მოიერიშე თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით ღაზის სექტორში მდებარე 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები